02
ოქტ

ტყვიით დაბინძურების წყაროები

http://autoradio.ge

დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დგას კაცობრიობის წინაშე არის ეკოლოგიური პრობლემა. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა დგას საქართველოს წინაშე და მით უფრო თბილისის წინაშე.
ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შეფასება საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, რადგან ქვეყნის რელიეფური პირობები, პარალელური სატრანსპორტო მაგისტრალების არარსებობა, დასახლებულ ადგილებში ავტოტრანსპორტის მჭიდრო ნაკადები, მავნე ნივთიერებებით მისი დაბინძურების მაღალ დონეს განაპირობებენ.  გაიზარდა ავტოტრანსპორტის წილი, რომელმაც დაბინძურების საერთო მაჩვენებლის 97% შეადგინა.

გლობალური დაბინძურება საფრთხეს უქმნის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკო-სისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს. ინდუსტრიულ და საავტომობილო გამონაბოლ-ქვთან ერთად.
5 ათასი ნივთიერებიდან ნახევრის ტოქსიკურობა და უსაფრთხოება ბოლომდე შესწავლილი არც არის. ახალი ქიმიკატების ბაზარზე დაშვებამდე, მათი შემოწმება მხოლოდ რამდენიმე მდიდარ, განვითარებულ სახელმწიფოში ხდება. დაბალგანვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, ჯანმრთელობისთვის ნაკლებად რეგულირებული ტოქსინებით მოტანილი ზიანის ისტორიულ მაგალითებს შორის “ლანცეტი” ასახელებს ტყვიას, აზბესტს და რამდენიმე შენაერთს. ესენია: დიქლორდიფენილტრიქლორეთანი, პოლიქლორილებული ბიფენილები  და ოზონის დამშლელი ქლოროფტორკარბონები.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ მავნე ნივთიერებების ატმოსფერულ ჰაერში გამოფრქვევის ინტენსივობა, მათი მოძრაობის ზრდის პარალელურად იზრდება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მნიშვნელოვან პრობლემად იქცა ატმოსფერული ჰაერის ტყვიით დაბინძურება. ქალაქ თბილისის ინტენსიური მოძრაობის მაგისტრალებზე (ვაჟა ფშაველას, დ. აღმაშენებელი, თამარ მეფის გამზირები) ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის რაიონის ატმოსფერულ ჰაერში აღემატებოდა ქალაქის განაპირა უბნის ჰაერში ტყვიის შემცველობის კონცენტრაციას. როგორც ცნობილია, ტყვია ძვლის უჯრედებში გროვდება და   D ვიტამინის შებოჭვით კალციუმის მეტაბოლიზმს აფერხებს ბავშვებში. ქალაქის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა დაკავშირებულია ეთილირებული ბენზინის მოხმარებასთან. იგი შეიცავს ტეტრაეთილტყვიას, როგორც ანტიდეტონატორს. ტეტრაეთილტყვია ძრავაში იწვის, წარმოქმნის ტყვიის არაორგანულ ნაერთებს, რომლებიც გამონაბოლქვთან ერთად ხვდება ჰაერში. როდესაც უცხოელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ქუჩებში ავტოინსპექტირების ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველას აღენიშნებოდა სისხლში და შარდში ტყვიის მომატებული შემცველობა, ძვლის ტვინის და გენეტიკური აპარატის ცვლილებები. ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მძიმე მეტალების ჭარბი კონცენტრაციები ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევები და ხელისშემწყობნი არიან. თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე მცხოვრებ პირთა უმრავლესობის 25%-ს შარდსა და თმაში ტყვიის საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა. მოქალაქეებს აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ჰიპერტონული და გულის იშემიური დაავადებები.  შესწავლილ პირთა 60%-ს სისხლში კარბოქსიჰემოგლობინი აღმოაჩნდა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სუნთქვის ორგანოთა დაავადებების გავრცელება ბავშვთა მოსახლეობაში, რომლის ზრდის ტენდენციაც ბოლო წლებში აღინიშნება.
ტყვიით მოწამლვის შედეგები
აშშ-ს დაავადების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრი-ს (CDC) განცხადებით, ტყვია ნებისმიერ რაოდენობაში სახიფათოა ბავშვების და ზრდასრული ადამიანების ჯანმრთელობისათვის. ხშირ შემთხვევაში ტყვიით მოწამლვას არ მოყვება სიმპტომები, სამაგიეროდ დიდი ზიანი ადგება ჯანმრთელობას. მიუხედავად იშვიათი შემთხვევის ტქვიით ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს  კომა, კრუნჩხვები და გარდაცვალებაც კი.
ტყვიით მოწამლვა ბავშვებში იწვევს:
ტოქსიკოლოგის განმარტებით, ორგანიზმში მოხვედრილი ტყვია, ძირითადად, მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე. შესაძლოა, გამოიწვიოს აბორტებიც. თუ ორსულ ქალს ამ გარემოში უწევს ყოფნა, მისი მოქმედება ვრცელდება ნაყოფზეც.
ბავშვებში ძირითადად იწვევს:
  • გაღიზიანებას;
  • უძილობას;
  • მხედველობის გაუარესება;
  • ნერვული სისტემის აშლილობა;
  • აფერხებს ტვინის ნორმალურ მუშაობას;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას;
  • რეპროდუქციული სისტემების დარღვევას;
  • განვითარების შეფერხებას;
  • მეტყველების უნარის შეზღუდვას;
  • კითხვის, კოორდინაციის, მოძრაობის გაძნელებას;
  • ჰიპერაქტიულობას.
ტყვიის მოხვედრა მოზრდილების ორგანიზმში იწვევს:
  • ანემიას;
  • ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევას;
  • თირკმელების დაზიანებას;
  • წნევის მომატებას;
  • ნაყოფიერების შემცირებას.

You are donating to : Greennature Foundation

How much would you like to donate?
$10 $20 $30
Would you like to make regular donations? I would like to make donation(s)
How many times would you like this to recur? (including this payment) *
სახელი
Last Name *
ფოსტა
Phone
Address
Additional Note
paypalstripe
Loading...