07
სექ

ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი ვაჩუქოთ ღიმილი“-ს მიმართვა

ხატვა შემოქმედებითი უნარის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამასთან, ხატვა ბავშვის ქცევის ის ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობასაც გულისხმობს და ამ უნართა უკუგავლენასაც.
 ხატვის დროს ვითარდება მხედველობითი აღქმა, მეხსიერება. მოზარდი ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, ზომებს, გარემოს, ცხოველებს, მცენარეებს, უვითარდება ფანტაზია, ცნობიერება, ესთეტიური აღქმა, ემოციები, უღვივდება ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ნებისყოფა. ამდენად, მეტად დიდია ხატვის აღმზრდელობითი მნიშვნელობა და ბავშვზე მისი ზეგავლენაც. ხატვის დროს ბავშვები იყენებენ ფერად ფანქრებს, კალმებს და ფლომასტერებს.
ხშირ შემთხვევაში ფერადი ფანქარი შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ ტოქსინებს, რომლებიც იწვევენ ონკოლოგიურ დაავადებებს.  ამ დასკვნამდე მივიდნენ გერმანული Stiftung Warentest ფონდის ექსპერტები, რომლებმაც შეამოწმეს ფერადი ფანქრების 17 კოლოფი, ფლომასტერების 12 კოლოფი და მელნის 6 კოლოფი.
კვლევების შედეგად, ექსპერტებმა ფერად ფანქრებში აღმოაჩინეს გადაჭარბებული რაოდენობის პოლისციკულური  არომატული ნახშირწყალბადები. აღსანიშნავია, რომ ფერადი  ფანქრების  ყოველი  მესამე  კომპლექტი  შეიცავს  ტოქსინებს, კიბოს პათოგენებად ითვლებიან.  ღირებულებით არ განისაზღვრება ფანქრების ტოქსიკურობა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაზე ძვირადღირებული ფანქრები შეიცავდნენ ყველაზე მეტ ტოქსიკურ ნივთიერებას, რაც ბავშვებში იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს.
ზოგადად, ფანქრების 17 კომპლექტიდან, მხოლოდ 5 კომპლექტი აღმოჩნდა ექსპერტებისათვის მისაღები.
თორმეტიდან ფლომასტერების ორ  კომპლექტში, აღმოაჩინეს ბენზიოტოზოლინი და მეთილიზოტოზოლინი – კონსერვანტები, რომლებსაც იყენებენ სარეცხ საშუალებებში. კანთან შეხების შედეგად აღნიშნულმა ნივთიერებებმა შესაძლოა გამოიწვიონ ალერგია.
ჩინელი მეცნიერების  განცხადებით, ფერადი ფანქრები შეიცავენ ჯანმრთელობისათვის საშიშ ტყვიას, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება ბავშვების ორგანიზმში და ახდენს ორგანიზმის მოწამლვას. მოწამლვის მსგავსი შემთხვევა ჩინეთხი მოხდა ხუანის პროვინციაში.
კვლევებისთვის გამოყენებული 6 დასახელების მელნიდან მხოლოდ ერთი სახეობა არ შეიცავდა მავნე კონსერვანტებს.
სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ  ფლატალები რომლებიც შედიან ფერადი ფანქრების შემადგენლობაში, ზიანს აყენებენ ბავშვების ჯანმრთელობას, აზიანებენ რეპროდუქციულ სისტემას, არღვევენ ენდოკრინული სისტემის, ღვიძლის, და თირკმელების მუშაობას, ასევე აღნიშნული ნივთიერება შესაძლოა გახდეს ბავშვებში დიაბეტის და ქცევითი დარღვევების მიზეზი.
ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი ვაჩუქოთ ღიმილი“ მიმართავს სათანადო სამსახურებს სასწავლო პროცესის წინ მოხდეს შემოწმება ზემოთ დასახელებული პროდუქციის, რათა აღკვეთილ იქნას სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვების მოწამლვა აღნიშნულ პროდუქციაში შემავალი ნივთიერებებით.

You are donating to : Greennature Foundation

How much would you like to donate?
$10 $20 $30
Would you like to make regular donations? I would like to make donation(s)
How many times would you like this to recur? (including this payment) *
სახელი
Last Name *
ფოსტა
Phone
Address
Additional Note
paypalstripe
Loading...